Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | დაკეტილი საბავშვო მოედნები და ცხოვრება ბომბსაფარში - ღაზას მოსაზღვრე ებრაული სოფლები
ambebi.ge
07 December 2017, 11:23
ისრაელის სოფლები, რომელიც ღაზას სექტორის საზღვართან მდებარეობს, მუდმივად თავდასხმის მოლოდინშია. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან ნეტივ ჰასარას მხოლოდ ბეტონის მაღალი კედელი ჰყოფს. პალესტინელების ლოცვის ხმა სოფელში მკაფიოდ ისმის.

ნეტივ ჰასარას მცხოვრებლებმა კედლის გასალამაზებლად კერამიკის პატარა, ჭრელი ფილები დაამზადეს, კედელზე რამდენიმე ენაზე წერია სიტყვა "მშვიდობა".



ადგილობრივი ფერმერი, ჰილა ფენლონი 40 წლისაა, მას ორი შვილი ჰყავს. ჰილა იხსენებს, რომ გემრიელი ჰუმუსის დასაგემოვნებლად ბავშვობაში მშობლებთან ერთად მიდიოდა ღაზას სექტორში, პალესტინელებს კი - ისრაელში მასპინძლობდნენ. თანამედროვე ებრაელი ბავშვებისთვის ღაზა ახლა /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); "სიკვდილის ზონაა".



რაკეტები ნეტივ ჰასარაში ხშირად ცვივა, თუმცა ნაღმის ჩამოვარდნამდე განგაშის სიგნალი ირთვება და მოსახლეობას რამდენიმე წამი აქვს იმისთვის, რომ ბომბსაფარს შეაფაროს თავი. ბომბსაფარი ისრაელის ყველა დასახლებულ პუნქტშია, საზღვრისპირა სოფლებში კი - ყველა სახლში, დაწესებულებაში, სკოლაში, საბავშვო ბაღში, ავტობუსის გაჩერებებზეც კი.

ფსიქოლოგები მუდმივად მუშაობენ ბავშვების ფსიქიკაზე, რადგან განგაშის სიგნალი მათზე მძიმედ მოქმედებს. საზღვრისპირა სოფლებში ბავშვებს ქუჩაში თამაშის საშუალება არ აქვთ, ცხოვრების უმეტეს ნაწილს ბომბსაფრებში ატარებენ, იქ თამაშობენ, სძინავთ და სწავლობენ.
ნეტივ ჰასარაში სათამაშო მოედნები გაუქმებულია.

კითხვაზე – რატომ არ ტოვებს სოფელს, ჰილა ფენლონი ამბობს, რომ ჰამასის მიზანიც სწორედ ეს არის.



ღაზას სექტორის ქუჩებში ამ წუთებში საპროტესტო აქციები გრძელდება, პალესტინელები აშშ-ს მიერ იერუსალიმის დედაქალაქად აღიარებას აპროტესტებენ. მათ დაწვეს ირაელისა და აშშ-ს დროშები, ჰამასმა მომდევნო მანიფესტაციებიც დააანონსა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აშშ-ის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანას 1995 წელს კონგრესმა მხარი დაუჭირა, თუმცა პროცესი მას შემდეგ მოყოლებული ტრამპის პრეზიდენტობამდე წინ არ წასულა. 

თინათინ კაკიაშვილი
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი